რეგიონი
ძლიერმა ქარმა ზუგდიდში ხეები წააქცია (ფოტო)
ზუგდიდში, საღამოს საათებში, ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ზუგდიდის სხვადასხვა, მათ შორის ცენტრალურ ქუჩებზე და სოფლებში ხეებია წაქცეული.

გარკვეულ ადგილებში სტიქიის გამო შეზღუდული იყო მოძრაობა, გზის სავალ ნაწილზე წყალი მიედინებოდა. გარდა ამისა, ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს.

ამ დროისთვის ზუგდიდში ისევ წვიმს, თუმცა, ქარი ჩადგა. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ხეების წაქცევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

Print