ახალი ამბები
მესტიის მერია: სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს
მესტიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, აღარ არსებობს საფრთხე, რომ ლეხზირის ხეობაში მსგავსი მასშტაბის სტიქია განმეორდეს. ამავე ცნობით,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
Print
თეგები: სტიქია / მესტია /