ახალი ამბები
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს გიგა ქავთარაძეს და მასთან ერთად დაკავებულ მოქალაქეს რომან მალანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერის შემთხვევაში შეთანხმება 5 წლით პატიმრობას, სამწლიან პირობით მსჯავრს და 5000 ლარის ოდენობით ჯარიმას გულისხმობს. მალანია კი 6 თვეს პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარებს, მას 3 წელი პირობითი მიესაჯა, ხოლო ჯარიმის სახით 2 000 ლარის გადახდა მოუწევს.

სამართალდამცავებმა გასული წლის დეკემბერში ორი მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა

მეუფე გერასიმე ზუგდიდში დაკავებულ ბერზე: ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან ის ჩემი აღკვეცილია

ადვოკატი: დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პირს გირაო შეეფარდა 

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


Print