ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც პროკურორის მარიამ ქორიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ქორიძის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე. აღნიშნულს არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, ბერი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ის პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
ადვოკატი სასულიერო პირის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მან სასამართლოს სამღვდელოების ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება წარუდგინა. ჯიტა გულუა ამბობს, რომ მათთვისაც ბერის დაკავება მოულოდნელი იყო და ნარკოტიკების შესახებ არაფერი იცოდნენ.
დაკავებულმა პროცესის დაწყებისას განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის მოქალაქე რომან მალანია და მამა სიმონი (გიგა ქავთარაძე) რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები