რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები ენგურის ხიდთან მიასვენეს (ფოტო)
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული ცოლ - ქმრის ცხედრები ენგურის ხიდთან მიასვენეს. ისინი ხიდთან ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა მიაცილეს და იქ გამოეთხოვნენ მიცვალებულებს.

გარდაცვლილებს პატივი მიაგეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა. რუხში იმყოფებიან ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია.

ინფორმაციისთვის, გალის მკვიდრები მდინარის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ გადმოსვლას, რა დროსაც წყლის ნაკადს ვერ გაუმკლავდნენ ადიდებული მდინარიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხეს.

საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული 30 წლის თამუნა ცატავას ცხედარი ზუგდიდიდან ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში უკვე გადაასვენეს. ამავე გზით, ზუგდიდიდან გალის რაიონში, სოფელ ჭუბურხინჯში გუშინ გადაასვენეს 62 წლის თამაზ ბასლანძე. კიდევ ორ დაღუპულს, ცოლ-ქმარ მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას ცხედრებს გალის რაიონში ამ წუთებში მიასვენებენ.

ამავე თემაზე:

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ - ადგილობრივები გალელ ცოლ-ქმარზე

ენგურის მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია – ენგურჰესის ადმინისტრაცია

ენგურის სანაპიროზე მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას

დე ფაქტო უშიშროება არ გამორიცხავს, რომ მდინარე ენგურზე გადასვლას ადამიანები სავალდებულო კარანტინის გამო ცდილობენ

"შეცვალეს" წევრებმა შამგონაში ოკუპაცია გააპროტესტეს და კარანტინის გაუქმება მოითხოვეს

საოკუპაციო ხაზთან დაღუპული მამაკაცი გალში გადაასვენეს - ცხედარს ერთი ახლობელი მიაცილებს

მდინარე ენგურში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

"ენგური საზღვარი არ არის" - აქცია ზუგდიდში (ფოტო)

Print