ახალი ამბები
"შეცვალეს" წევრებმა შამგონაში ოკუპაცია გააპროტესტეს და კარანტინის გაუქმება მოითხოვეს
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შამგონაში, მდინარე ენგურთან ოკუპაცია და აფხაზეთის მოსახლეობისთვის დაწესებული ხუთდღიანი კარანტინი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ენგურზე დატრიალებული ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა, მომხდარში წვლილი საქართველოს მთავრობასაც მიუძღვის. ისინი კარანტინის მოხსნას და აფხაზეთის მოსახლეობისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადაადგილებას ითხოვენ

"ის რაც მოხდა არის შემზარავი ფაქტი, ტრაგედია მთელი საქართველოსთვის, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს მთავრობას. უკვე მერამდენე ადამიანი ეწირება ოკუპაციას და უმოქმედობით ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის", - თქვა "შეცვალეს" წევრმა თამარ გოგუამ.

აქციის მონაწილეებმა მდინარეში ყვავილები გაუშვეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ამ ტრაგედიის ადგილიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოხსნას კარანტინი და ნუ ახდენს ოკუპაციის გაუაზრებელ ლეგიტიმაციას. როდესაც საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ტერიტორიაზე ჩვეულებრივად გადაადგილდება და მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის სავალდებულო კარანტინი დაწესებული, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის დაწესებული კარანტინი ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ გადადგმული ნაბიჯია", - უთხრა ჟურნალისტებს "შეცვალეს" წევრმა ოთო შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შამგონასა და ორსანტიაში მდინარე ენგურის სანაპიროზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე: 

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ - ადგილობრივები გალელ ცოლ-ქმარზე

ენგურის მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია – ენგურჰესის ადმინისტრაცია

ენგურის სანაპიროზე მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას

დე ფაქტო უშიშროება არ გამორიცხავს, რომ მდინარე ენგურზე გადასვლას ადამიანები სავალდებულო კარანტინის გამო ცდილობენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
09 / მაისი 2024
დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა, არ ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია.
09 / მაისი 2024
სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.