ახალი ამბები
სტიქიის გამო ზუგდიდი-თბილისის მატარებელმა რეისი შეაჩერა
სტიქიის გამო დაზიანებული ქსელისა და ლიანდაგების გამო ამ დროისთვის შეჩერებულია რამდენიმე მატარებლის გადაადგილება, მათ შორისაა ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ფოთის რეისები. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ბრიგადები მოძრაობის აღსადგენად მუშაობენ, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე არ არის, რის გამოც დანიშნულების ადგილზე ხუთი მატარებელი ვერ ჩავა.

"მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება.

კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო", - ვკითხულობთ რკინიგზის განცხადებაში
Print