ახალი ამბები
ხობში ძლიერი წვიმის შედეგად სავალი გზები და ეზოები დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ ქალაქ ხობსა და მის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, დაიტბორა გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები.



ამავე ცნობით, ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან გაწმენდილია სანიაღვრე არხები და ღელეები. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები.


მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.


ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
Print