ახალი ამბები
გაგრაში 8-9 ივლისის სტიქიისგან 400 - ზე მეტი ოჯახი დაზარალდა - გუნბა
გაგრაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალეს, ამის შესახებ "აფსნიპრესს" გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხემძღვანელის მოადგილემ ხანა გუნბამ განუცხადა. გაგრმისივე განმარტებით, სეპციალურმა კომისიამ ამ ეტაპზე უსახლკაროდ დარჩენილი და სოციალურად დაუცველი დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა დაიწყო, რომელთაც პირველ რიგში გაეწევა დახმარება.

გუნბას ინფორმაციით, კომისიამ უკვე მიიღო 400 - ზე მეტი განაცხადი დაზარებული ოჯახებისგან. რაც შეეხება გასართობ ობიექტებას გაგრაში, ისინი საშტატო რეჟიმში აგრძლებენ მუშაობას. მისივე თქმით,  "გაგრის რაიონში ზღვისა და სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტებს აკმაყოფილებს, რასაც სეს - ის მიერ აღებული სინჯები მოწმობს".

8-9 ივლისის ღამეს გაგრის რაიონში მოსულმა ძლიერი წვიმამ ათასზე მეტი სახლი დატბორა, დაინგრა გზები, ჩამოირეცხა სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთები, დაზიანდა 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი.

11 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა "სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის რესპუბლიკური შტაბი", რომელიც კოორდინაციას უწევდა შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი ე.წ. ადმინისტრაციის მუშაობას.

17 ივლისს გაგრაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელი პუნქტი გაიხსნა.




Print