ახალი ამბები
სამეგრელოდან რაჭაში სტიქიის ზონაში 10 მაშველი მუშაობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში რეგიონიდან 10 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა.

გოჩა მურღულიას თქმით, მაშველთა ჯგუფი სამეგრელოდან გუშინ, სტიქიის დაწყებიდან მალევე წავიდა.

"ჩვენი მაშველები პირველივე წუთებიდან გაემგზავრნენ რაჭაში და მუშაობენ, უკვე მეორე დღეა. ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად, რა ადგილას არიან ისინი. საწიროების შემთხვევაში, მაშველები სამეგრელო მზად არიან რომ სამუშაოებში ჩაერთონ", - უთხრა რადიო "ათინათს" მურღულიამ.

შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში, ძებნა-შველის ოპერაციაში 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულ 35-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. უკვე ნაპოვნია 6 ცხედარი. მაშველებმა სამაშველო ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს სტიქიის ზონიდან. სრულად განადგურებულია ინფრასტურქტურა.


ფოტო: შსს




Print