ახალი ამბები
რაჭის ტრაგედიის გამო სენაკსა და აბაშაში „მუსიკალური საღამოები“ გადაიდო
შაბათ-კვირას სენაკსა და აბაშაში დაგეგმილი „მუსიკალური საღამოები“ აღარ გაიმართება. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იუწყება. გასართობი ღონიძიების გადადება რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება.

რაჭაში, კურორტ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულ 31-მდე ადამიანს ამ დრომე ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. უკვე ნაპოვნია 6 ცხედარი. მაშველებმა სამაშველო ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს სტიქიის ზონიდან. სრულად განადგურებულია ინფრასტურქტურა.


ფოტო: მთის ამბები



ამავე თემაზე:

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო დადიანების სასახლეში გამოფენის გახსნა გადაიდო
Print