ახალი ამბები
7 და 8 აგვისტოს საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვება
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტოს, ხოლო ომის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგებად 8 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადიმისტრაციამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვება.


8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპუთა პატივის მისაგებად.


რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 11 ადიამიანი.

Print