ახალი ამბები
ფოთში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ავტომობილებიც
ფოთში, ძლიერმა ქარმა, კოსტავას N22-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავი ნაწილობრივ გადახადა. გარდა ამისა, დაზიანებულია ავტომობილები, რომლებიც მიმდებარედ იყო დაპარკინგებული. 

ქალაქ ფოთის მერიის ინფორმაცით,მუნიციპალური სამსახურები ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, საცხოვრებელი კორპუსი კი ამინდის გაუმჯობესებამდე დროებით შესაბამისი მასალით გადაიხურება. ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის შეფასებით შემდეგ კაპიტალური გადახურვის სამუშაოებიც დაიწყება. 

ფოტო: ფოთის მერია
Print