ახალი ამბები
სააახალწო განათებებისა და დეკორაციების განსაახლებლად ზუგდიდის მერიამ 71 ათას ლარზე მეტი გამოყო
საახალწლო განათებებისა და დეკორაციების განახლებისთვის სხვადასხვა სახის განათების, სამონტაჟო მასალების და აქსესუარების შესაძენად ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მომსახურებისთვის 71 103 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციაში გაწერილია, კონკრეტულად, რის შეძენას გეგმავს ამ თანხით მერია, მათ შორის, ჩამოთვლილია მანათობელი მილები, "სტრინგები", მავთულები, ასევე, ნაძვის ხის დეკორაცია - მრავალქიმიანი ვარსკვლავები.

გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას აღნიშნული აქსესუარები და მასალები არაუგვიანეს 30 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს. წინადადებები ტენდერში 12-დან 14 დეკემბრამდე მიიღება.

საახალწლო ღონისძიებებისა და საშობაო ალილოს კოსტუმირებული მსვლელობის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის თანახმად, ამ აქტივობებისვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 840 ლარია გამოყოფილი. ნაძვის ხე, რომლის მონტაჟი 21 ნოემბერს დაიწყო, 22 დეკემბერს საზეიმოდ უნდა განათდეს.

Print