ახალი ამბები
ზუგდიდის მერია სააახალწლო ღონისძიებებისა და ალილოს მსვლელობის მოსაწყობად 86 840 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და საშობაო ალილოს კოსტუმირებული მსვლელობის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 86 840 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული თანხა 22 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის, საბავშვო კონცერტის, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამით გალა-კონცერტისა და 7 იანვარს ალილოს მსვლელობის მომსახურებისთვის დაიხარჯება.

ტენდერში დეტალურადაა აღწერილი ღონისძიებები.

„ნაძვის ხის საზეიმო ანთების ცერემონია გაიმართება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ. საკონცერტო პროგრამის ხანგრძლივობაა მინიმუმ 90 წუთი და სრულად იქნება დაკომპლექტებული ადგილობრივი შემსრულებლებით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობით შესრულდება ვოკალური, საგუნდო, ფოლკლორული და სამეჯლისო ცეკვები. ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს გაართობენ საგანგებოდ ამ დღისთვის მოწვეული ანიმაციის და ზღაპრის გმირები. კონცერტს გაუძღვებიან ადგილობრივი წამყვანები და დასრულდება ფოერვერკით.

საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. საკონცერტო პროგრამის ხანგრძლივობაა მინიმუმ 60 წუთი. 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე სცენიდან ქალაქის მერი თანაქალაქელებს მიულოცავს ახალი წლის დადგომას. ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულდება მრავალჟამიერი და კონცერტი დასრულდება გრანდიოზული ფოერვერკით.

ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძრიდან ცენტრალური გამზირის გავლით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრამდე. მსვლელობას გაუძღვება საზეიმოდ მორთული ხარ-ურემი, ანგელოზების ფორმებში შემოსილი შობის მახარობლები, მოგვები, მწყემსები“, - ვკითხულობთ ელექტრონული შესყიდვის ვებ-გვერდზე.

დოკუმენტაციაში ცალკე არ არის გაწერილი, კონკრეტულად, რა თანხაა გათვალისწინებული ალილოს მსვლელობის ორგანიზებისთვის, თუმცა წერია, რომ გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მასში მწვანე ტოტებით მორთული ორი ხარ-ურმის მონაწილეობა, სამი „მოგვისა“ და შობის მახარობელი ანგელოზებისთვის კოსტუმებისა და სტიქარის შეკერვა, საშობაო ბაირაღების მომზადება.

ტენდერში წინადადებები 24-დან 27 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.