ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს, თუმცა არა - უკანონოდ დაკავების მცდელობას - სუს-ი
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი ცხელი ხაზის მეშვეობით.

ამავე ცნობით, მათ არ დაუდასტურებიათ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.

„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.

„ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა,  მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”, - აცხადებენ სუს-ში.

ოჯახის ინფორმაციით, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, 43 წლის თემურ კარბაიას, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.


ამავე თემაზე:

ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველო მოქალაქე გარდაიცვალა

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი
Print