ახალი ამბები
გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.

პრეზიდენტი მომხდარს აფასებს, როგორც რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მომხდარზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

“კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს. დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც შევხედით, რომ ოკუპაცია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობა არის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - თქვა პაპუაშვილმა.

ოჯახის ინფორმაციით, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, 43 წლის თემურ კარბაიას, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.


ამავე თემაზე:


ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველო მოქალაქე გარდაიცვალა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
09 / მაისი 2024
სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.