ახალი ამბები
დე ფაქტო ომბუდსმენი გალში კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვან უწყებებს მიმართავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ გალის მკვიდრის, თემურ (ვიტალი) კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის "სამართალდამცავ ორგანოებს" მიმართავს მოთხოვნით, "უმოკლეს ვადაში შეამოწმონ ეს ინფორმაცია და შედეგები წარუდგინონ ომბუდსმენის აპარატს".

"სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დაკავებულების მიმართ არაპროპორციული ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების დაუშვებლობაზე და ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს, პატივი სცენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აფხაზურმა ტელეგრამის არხმა "აიაშარამ" გამოაქვეყნა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი, რომელშიც არაფერია ნათქვამი კარბაიას მილიციის მიერ ცემის ფაქტზე. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავებულმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანების მიყენება სცადა და ამიტომაც მოხვდა გალის საავადმყოფოში.

გალის მცხოვრების თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 43 წლის კაცი "მილიციის" თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ არა მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა.


ამავე თემაზე:

ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა, - აფხაზეთის დე ფაქტო შსს

საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს, თუმცა არა - უკანონოდ დაკავების მცდელობას - სუს-ი

გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს დამნაშავეების დაკავების შესახებ მედიისგან აქვს ინფორმაცია

გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი

სახალხო დამცველი თემურ კარბაიას გარდაცვლების ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს





Print