ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა რუხის სკოლას სახურავი გადახადა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
გამთენიისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლას ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა, რის გამოც სასწავლო პროცესი სრულად შეჩერებულია.

"დღეს დილის საათებში, მაშინ როცა სასწავლო პროცესი ჯერ არ იყო დაწყებული ქარმა გადახადა სკოლის ნაწილს სახურავი, დაუყონებლიოვ ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას,112- ს და შესაბამის ორგანოებს, ასევე მუდმივ კომუნიკაციაში ვართ განათლების სამინისტროსთან, ადგილობრივ რესურს ცენტრთან, სწავლის განახლების შესახებ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას"- ამბობს რუხის სკოლის დირექტორი ედუარდ ციკოლია. 

როდის განახლდება საგაკვეთილო პროცესი რუხის საჯარო სკოლაში ჯერჯერობით უცნობია. 

Print
თეგები: რუხი / სკოლა / სტიქია /