ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა
სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები, დაზიანდა 25 - მდე საცხოვრებელი სახლი, ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა.

წალენჯიხის მერის პრესამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები ამ ეტაპზე გაწმენდილია. 

მათივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.


Print