ახალი ამბები
რა ვითარებაა სტიქიის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში (ფოტო)
ძლიერი ქარისა და წყალდიდობის შედეგად, დაზარალდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები.

მარტვილში, გადახდილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახლის სახურავი.

სტიქიამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუში.

წალენჯიხაში დაზიანებულია კერძო სახლები და ჩახერგილი იყო საავტომობილო გზაც.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლას ნაწილობრივ გადახდილი აქვს სახურავი, რამაც სასწავლო პროცესის სრულად შეჩერება გამოიწვია.

"ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები", - ამბობენ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სტიქიამ დააზარალა ანაკლიაც.

"მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა", - განმარტავს პრესსამსახური.

ამავე ინფორმაციით, რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

Print