რეგიონი
ზუგდიდში კულტურის სახლის ყოფილ შენობას ხე დაეცა
კულტურის სახლის ყოფილ შენობას, სადაც ზუგდიდის თეატრალური დასი დროებით რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე დაეცა და წინა ფასადის მონაკვეთი დააზიანა.

როგორც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფეისბუქ გვერდზეა აღნიშნული, სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობის გამო 7-10-13 თებერვალს დაგეგმილი სპექტაკლები მოიხსნა.


მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის აღდგენითი სამუშაოები.



Print