ახალი ამბები
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი სტიქიის შედეგებს სამეგრელოში, ადგილზე გაეცნო.

მისი განცხადებით, დაზიანებულ რუხის სკოლას და სხვა ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად სწრაფად აღადგენენ, ასევე, დაითვლება ზარალი და დაზარალებულებს დაეხმარებიან.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამეგრელოში ძლიერმა ქარმა სამასამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, დაზიანებულია 4 სკოლისა და 2 საბავშვო ბაღის შენობა,. მარტვილში ქარმა დააზიანა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიც. ქარმა რეგიონში 110 ზე მეტი ხე წააქცია. ანაკლიაში მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიტბორა სახლები.



ამავე თემაზე:

ძლიერმა ქარმა რუხის სკოლას სახურავი გადახადა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ზუგდიდში კულტურის სახლის ყოფილ შენობას ხე დაეცა

ძლიერმა ქარმა და ნალექმა ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა


Print