"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"
ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) ზუგდიდსა და სხვა მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 81 მილიონი ლარი
გამოყო.
"რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
TI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე წერია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 71 მლნ ლარი დახარჯა.
ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკში აქცია, სახელწოდებით "არა რუსულ კანონს!" 19:00 საათზე გაიმართება.
თბილისში ამავე ლოზუნგის აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს კანონპროექტის საწინააღმდეგო ბანერები აქვთ მიტანილი. საღამოს 19:00 საათიდან კი აქცია პარლამენტის წინ გაიმართება.
პარალელურად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.
ამავე თემაზე:
"ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს
პარლამენტის ბიურომ ე.წ აგენტების კანონპროექტი დაარეგისტრირა
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"არა რუსულ კანონს!" - დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები