ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქმიანობის 10-თვიანი ანგარიში წარადგინა. მას მოქალაქეები, პარტიის მხარდამჭერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ფრაქციის წარმომადგენლებმა საკრებულოში ინცირებულ კანონპროექტებზე, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ოპოზიციური პარტიის წევრის ანა წითლიძის განმარტებით, საკრებულოში მათ მიერ ინიცირებულია შემდეგი საკითხები: საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია და აღმზრდელების ხელფასების ზრდა, ზუგდიდის გაფართოების საკითხი, შეღავათიანი მუნიციპალური მგზავრობა, დაავადება ფენილკეტონურის დაფინანსება, თეატრის ბიუჯეტის ზრდა და სხვ.

„ჩევნ ვიყავით ზუგდიდის საკრებულოში ერთადერთი ფრაქცია, რომელმაც მოსახლეობასთან 100 შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემებიდან საკრებულოში 70 საკითხი იქნა დაყენებული, ხოლო 30 სოციალურ სამსახურში და დევნილთა სამმართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვახერხეთ იყო ის, რომ ჩვენ არ ვყოფილვათ საკრებულოს წევრები, რომლებიც მოქალაქეებს კაბინეტებში ვიღებდით. ჩვენ მივდიოდით მოსახლეობასთან და ვახდენდით პრობლემების იდენტიფიცირებას“ - აღნიშნა ანა წითლიძემ.

ღონისძიებას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.

Print