ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მისაღებად რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპი კი 11 ივლისს დაიწყება.
დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა ზუგდიდში აქცია გამართეს; სახალხო დამცველმა "ალტ-ინფოს" პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა; ნატოს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ოქმს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ, - ამ დ სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის სრული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გააკეთა.
დევნილთა პოლიკლინიკაში მომუშავე ექიმები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. მათი თქმით, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება დავით ტატიშვილის საკუთრებაში გადადის,
გადაცემაში ვსაუბრობთ ნეოგენის პროექტის - "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა სოფლის განვითარებაში" შესახებ. თუ რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში ქალების გასაძლიერებლად და მათი ჩართულობის გასაზრდელად ოთხ საზღვრისპირა სოფელში: კოკი, ორსანტია, განმუხური და ანაკლია; რა უნარები შეიძინეს საგანმანათლებლო სესიებში მონაწილეობის შედეგად, როგორ გამოყენებენ მათ თემის განვითარებისთვის, რას გეგმავენ სამომავლოდ, საუბრობენ სტუდიის სტუმრები - თეა წულაია, სოფელ ანაკლიის ტრენერი; მაია ბულია, ტრენერი და მობილიზატორი; მარიამ გუგუტიშვილი, ტრენინგის მონაწილე.{{VIDEO}}
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიის მორიგ სხდომაზე 8 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალი“ და "აჯიკა“ დაემატება. „საქპატენტში“ რეგისტრაციის პროცედურები ბოლო ეტაპზეა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე, რომელიც კალა-უშგულის გზას მოიცავს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.