ახალი ამბები
მედიცინა, როგორც სახალხო დიპლომატია - დისკუსია ზუგდიდში
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა თემაზე - "თანამედროვე ინტეგრაციული და ხალხური მედიცინა ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლისათვის , როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ძლიერი ფაქტორი" გაიმართა.

შეხვედრა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ , საზოგადოება „ზუგდიდელის“ და „მედითრეველ ჯორჯიას“ორგანიზებით შედგა.

მოხსენებები ინტეგრაციულ, სახალხო მედიცინასა და ცხოვრების ჯანსაღ და ხანგრძლივი ცხოვრების წესზე  კლინიკა „ლაივ ჯორჯიას“ მედიკოსებმა გააკეთეს.

დისკუსიის ორგანიზატორ ალუ გამახარიას განმარტებით, საქართველოში მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზე დგას, აფხაზეთდან ხშირად ჩამოდიან პაციენტები და ქართველი მედიკოსები მათ სიამოვნებით ეხმარებიან.

გამხარია თვლის, რომ მედიცინა სახალხო დიპლომაპტიის ერთ-ერ საუკეთესო გზაა.

„საიდუმლო არავისთვის არის, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზები ხშირად გადმოდიან სამკურნალოდ. ეს არის ურთიერთობა პოლიტიკის გარეშე და და ჩვენ ეს ურთიერთობები გვინდა მხლოდ და მხოლოდ ურთიერთობებისთვის გამოვიყენოთ“, - აღნიშნა მან.

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბი, მედიკოსები და მოქალაქეები ესწრებოდნენ, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან.

Print