ახალი ამბები
ზუგდიდში ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლების შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირზე ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობასა და გავლენაზე ისაუბრეს. როგორც "საქართველოს რეფორმების ასოციაცის" დირექტორმა სერგი კაპანაძემ მოგვითხრო ევროპული ინტეგრაცია არ ისახავს მიზნად არავის გადბირებას, ეს არის უბრალოდ უკეთესი ცხოვრება და უკეთესი მომავალი,  რასაც ევროკავშირი სთავაზობს ყველას,როგორც აფხაზეთის ასევე ოსეთის მოსახლეობას.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ ფარგლებში,შეხვედრა ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანამშრომლობით.

მსგავსი შეხვედრები სამეგრელოდან დაიწყო და მთელს საქართველოს მოიცავს.


Print