ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილებმა წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილი ქუჩაზე მდებარე ახალ დასახლებაში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სასმელი წყლის მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში ითხოვენ. დევნილების განცხადებით, 10 დღეა წყალი მათ გრაფიკით  მიეწოდებათ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთან ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა მივიდა. ის დევნილებს დაჰპირდა, რომ მათ წყლის მიწოდება ხვალ დღის ბოლომდე აღუდგებათ.

აღნიშნულ დასახლებაში წყლის მიწოდება დღეს უნდა აღედგინათ, თუმცა, როგორც ჩილაჩავა აცხადებს, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

Print