ახალი ამბები
ზუგდიდში უძრავი ქონების შესახებ მთავრობის ახალი კანონპროექტი განიხილეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს “იურისტებმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალი კანონპროექტი განიხილეს."საერთაშრისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მთავარი იურისტის თეონა ზაქარაშვილის განმარტებით უკვე ინიცირებული კანონპროექტის მიღება შემდეგი სახის რისკებს წარმოშობს: კერძო საკუთრებაში არასებული მიწის ნაკვეთები შესაძლოა, სახელმწიფომ საკუთრებად დაირეგისტრიროს, იმ მიზეზით რომ რეესტრი ვერ ახერხებს უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენას, ხარვეზიანი სარეგისტრაციო დოკუმენტის მქონე პირები მიწის საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას დაკარგავენ.

მისივე განცხადებით, ის პირები რომლებიც სარეგისტრაციო დოკუმენტაციას ფლობენ, შესაძლოა საკუთრების რეგისტრაცია ერთი წლის ვადაში ვერ მოახერხონ, ასევე გართულდება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე უფლებების აღიარება.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უნდა გაამარტივოს უძრავი ქონების დარეგისტრირების პროცესი. ზუგდიდში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგნიზაციები, ფერმერები, იურისტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
Print