ახალი ამბები
არალეგალ მიგრანტებს თურქეთიდან საბერძნეთში გადაიყვანენ
თურქეთის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ანკარის შეთანხმება დანიშნულ ვადებში ამოქმედდება. აჰმეთ დავუთოღლუ დარწმუნებულია, რომ ამიერიდან ევროპაში მოსახვედრად არავის მოუწევს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.

500 ადმიანისგან შემდგარი არალეგალური მიგრანტების პირველი ჯგუფი 4 აპრილს თურქეთში გაემგზავრება. შეთანხმებას ამის შესახებ ანკარამ და ბრიუსელმა 18 მარტს გამართულ საგანგებო სამიტზე მიაღწიეს.
"ბი - ბი - სი"- ს ინფორმაციით, ამის პარალელურად, სირიელი მიგრანტების პირველი ნაკადის თურქეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გადანაწილება დაიწყება. მათ, სავარაუდოდ, გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში განათავსებენ.

Print