ახალი ამბები
სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია "ათინათში" (ვიდეო)
ზუგდიდში, ასოციაცია "ათინათის" დარბაზში, პროექტის "სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოცოალური ცვლილებებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, სოციალური მეწარმეეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს სტრატეგიული კვლევების, განვითარების ცენტრის, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქნების ცენტრის, არბაიტერ სამარიტერ ბუნდი საქართველოს და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " კრისტალის" პარტნიორობით ხორციელდება.

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქნების ცენტრის დირექტორის თქმით,  პროექტი სამ წლიანია და მის ფარგლებში 14 ახალი საწარმო დაფუძვნდება, ხოლო უფრო მეტი მიიღებს კონსულტაციებს,  იდეების განხორციელებისთვის.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარიას განცხადებით, ამ პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და აღნიშნა, რომ სიციალური მეწარმეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
Print