ახალი ამბები
კორცხელის „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილია
პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თეა ქარდავა დაასახელა. ის გურამ ( ცაცა) შელიამ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ოფისში წარადგინა.

დეპუტატობის კანდიდატმა კორცხელის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის ყველა პრობლემას საკრებულომდე მიიტანს და მის მოგვარებას ეცდება.

თეა ქარდავა ამჟამად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მოხალისედ მუშაობს, მანამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ერთ-ერთ სამსახურში მუშაობდა.



Print