ახალი ამბები
სოფელ ოირემეში ასფალტის საფარიან გზას აგებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორიემეს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 1,9 კმ ასფალტის საფარიანი გზის დაგება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. გზაზე სამშენებლო სამუშაოებს შპს "ზუგდიდის საგზაო სამმართველო" ახორციელებს. 
Print