ახალი ამბები
ზუგდიდში ცოცხალი ბიბლიოთეკა მოეწყო
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ახალგაზრდულმა ასოციაციაციამ „დრონი“ ცოცხალი ბიბლიოთეკა მოაწყო. "ცოცხალი წიგნების" სახით წარმოდგენილი განსხვავებული წარსულის და ინტერესების მქონე ადამიანები მსურველებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრნენ. 
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევაა. ის ზუგდიდის მერიისა და სამეგრელოს სკაუტების მხარდაჭერით განხორციელდა. 
Print