ახალი ამბები
ევროპული დღეების ფარგლებში ველო მარათონი გაიმართა
ზუგდიდში, ხუბულავსა ქუჩიდან ევროპის დღეების ფარგლებში ველომარათონი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა. მარათონში მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.

ტურნირში   გამარჯვებულ სამ მონაწილეს  ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლის ანა ცანავას თქმით, ველომარათონის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ევრო ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის წარმოჩენაა.

ევროპულის დღეები,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

Print