ახალი ამბები
ეროვნული სამოსის დღეს ზუგდიდში აღნიშნავენ

18 მაისს ზუგდიდში ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.


ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ნაციონალური კერძების დაგემოვნება და ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიება ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფის "კომუნა" ორგანიზებით იმართება. მის განხორციელებაში ჩართულია 20-მდე კერძო სექტორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია, ჩოხოსანთა დასი, კულტურის ცენტრი ოდიში და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.

ეროვნული სამოსის დღე - როგორ აფასებენ ამ ინიციატივას ზუგდიდელები (ვიდეო)






 

Print