ახალი ამბები
დღეიდან სმს სერვისი "ინფო-ზუგდიდი" ამოქმედდა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სმს სერვისი ,,ინფო-ზუგდიდი" ამოქმედდა. ამ მომსახურების საშუალებით მოსახლეობას ინფორმაცია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე პერიოდულად მიეწოდება.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ საკრებულოს ფეისბუკ გვერდზე წერილის სახით საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი) მონაცემთა ბაზაში დასამატებლად დატოვონ.



Print