ახალი ამბები
"ჩემი სათამაშო გეგას"- საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ბულვარში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. „ჩემი სათამაშო გეგას“- ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კუჭის კიბოთი დაავადებულ ოთხი წლის გეგასთვის მოაწყვეს.

მათ საკუთარი სათამაშოები, წიგნები და ხელთნაკეთი ნივთები გასაყიდად გამოიტანეს.

მე-3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ქეთი ურეკაძეს თქმით, ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა გეგას პირად ანგარიშზე ჩაირიცხება და მის მკურნალობას მოხმარდება.

„გვინდა, რომ შემოგვიერთდეს ყველა სკოლა არა მარტო გეგასთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის ვისაც დახმარება სჭირდება"- განაცხადა მან.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მცირეწლოვანის  მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ.


Print