ახალი ამბები
ზუგდიდელმა სტუდენტებმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერეს
ზუგდიდის სხვადასხვა სასწავლებლის 150-მდე სტუდენტმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერა და ინოვაციებზე საჯარო ლექცია მოისმინა. ლექციების დასასრულს სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ზუგდიდის ტექნოპარკის უახლოეს მომავალში ფუნქციონირების შესახებ ამცნო.

„ყველა თქვენგანის სახეზე ვატყობ აღფრთოვანებას ამ თანამედრო ტექნოლოგიებით და გარემოთი რაც აქ არის. ეს ახალი შესაძლებლობებია თქვენთვის მომავალი თაობისთვის, თუმცა უფრო ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ტექნოპარკის შემდეგ, რეგიონებიდან პირველი, სადაც ეს ინოვაცია დაინერგება ჩვენი რეგიონი იქნება“ - განაცხადა მან.

ზუგდიდის ტექნოპარკმა თანამშრომლებზე ვაკანსია უკვე გამოაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს კი მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

სტუდენტების მიერ ტექნოპარკის დათვალიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიისა და გამგეობის მხარდაჭერით მოხდა.



Print