ახალი ამბები
დევნილებისთვის 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა განსახლებისა  და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დაათვალიერა.
მისი თქმით, ბარამიას ქუჩაზე ოთხი 12- სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.

„დაპირებისამებრ ვაგრძელებთ მშენებლობას. ეს იქნება შესახლების  მუდმივი ეტაპი, თავიდან გვქონდა 34 კორპუსზე გათვლა, თუმცა 20-მდე დავიყვანეთ, რადგან ქალაქდაგეგმარებამ მოითხოვა შემცირება“ - განაცხადა მან.

ამ ეტაპზე ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი  სახლის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან ერთად მშენებლობის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ განახორციელებს.
Print