ახალი ამბები
კონკურსი „წიგნების თარო“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის საჯარო ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული შეჯიბრის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, ის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის ორგანიზებით, პროექტ „წიგნების თაროს“ ფარგლებში მოეწყო.

ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გააქტიურებისთვის.

„ჩვენი ახალგაზრდული საკრებულო აპირებს, რომ უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთოს ამ პროექტში, რათა ზუგდიდი საგანმანათლებლო კუთხით უფრო აქტიური იყოს მთელს საქართველოში,“ - განაცხდა ირაკლი ჩუხუამ.

შეჯიბრში ყველა მონაწილეს სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს წიგნები გადაეცათ.

პროექტს ზუგდიდის მერია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიურო და არასამთავრებო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ მხარს უჭერდნენ.

ღონისძიება ორდღიანი იყო და მასში ქალაქის 12 საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

Print