ახალი ამბები
TI: წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება არ არის მიზანშეწონილი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომლების სავარაუდო გათავისუფლებას ეხმაურება და ამ ფაქტს მათზე ზეწოლად აფასებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პოზიციით, წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე სახის სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და თანამშრომლების რაოდენობის შემცირება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამშრომლების შემცირების შესახებ შესაბამისი ბრძანება 6 ივნისს გამოსცა, სადაც აღნიშნულია, რომ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ღონისძიებები 45 დღეში გატარდება.



Print