ახალი ამბები
ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოპარკი განთავსდება (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია ახალგაზრდებს გადაეცემა და აქ ტექნოინოვაციური პარკი განთავსდება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, ტექნოპარკს უახლოეს მომავალში გადაეცემა.


Print