ახალი ამბები
გამომცემლობა "ინტელექტის" პროექტის ფარგლებში ზუგდიდს მწერლები ესტუმრნენ (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მწერლებთან ეთერ თათარაიძესა და ამირან არაბულთან შეხვედრა გაიმართა. ავტორებმა ჩანაწერების წიგნი და პოეტურ- პროზაული კრებული წარადგინეს.

ამირან არაბულმა წარადგინა ჩანაწერების წიგნი – „სულუქცევრად საკითხავნი“, ეთერ თათარაიძემ კი პროზაული კრებულები – „100 ლექსი“ და  „დევიღუპეთ!“.

თათარაიძის თქმით, მის კრებულში იუმორისტული და ტრაგიკული თემები ერთდროულად არის.

ქალაქში მწერლების სტუმრობა გამომცემლობა „ინტელექტის“ორგანიზებითა  და ზუგდიდის ცენტრალური  ბიბლიოთეკის მხარდაჭერით განხორციელდა.



Print