ახალი ამბები
თემო შენგელაიას პოეზიის საღამო ზუგდიდში (ვიდეო)


ზუგდიდში, Art House - ში პოეტ თემო შენგელაიას ლექსების კრებულის - "თვალები გეტყვიან" პრეზენტაცია გაიმართა.


ახალგაზრდა შემოქმედმა საზოგადოებას კრებულიდან რამდენიმე ლექსი თავად წაუკითხა და ასევე ისაუბრა საკუთარ შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე. მან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ამ საღამოს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

"ძალიან მიხარია, რომ სხვადასხვა ქალაქების შემდეგ, მომიწვია ჩემმა მშობლიურმა ქალაქმა. მადლობა ყველას ვინც მოვიდა და მომისმინა", - თქვა მან.

პოეზიის საღამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "ცენტრალური ბიბლიოთეკის" ორგანიზებით ჩატარდა.

Print