ახალი ამბები
"ქსენონი": დაჭერის შიში ნარკომომხმარებლებს აიძულებს იყვნენ შეუმჩნევლები (ვიდეო)

სახალხო დამცველის ზუგდიდის რეგიონულ ოფისში ახალგაზრდა
ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა „ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“ გაიმართა.

შეხვედრა, „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ეძღვნებოდა. მისი  მიზანი იყო, ნარკოპოლიტიკისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და სახელისუფლებო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორსა და პროფესიული თემის რეგიონულ წარმომადგენლებს შორის დიალოგის გაუმჯობესება. შეხვედრაზე მოხსენება ასოციაცია „ქსენონის“თავმჯდომარემ, საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ლევან პაპავამ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯახუამ გააკეთეს.

„ქსენონის“ ხელმძღვანლის ნინო ჯანაშიას განცხადებით, ქვეყანაში ნარკომანია და ნარკოდამოკიდებულებით გამოწვეული ზიანი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

„მიუხედავად ამ პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ნაბიჯებისა, ნარკოპოლიტიკა მაინც რეპრესიული ხასიათსაა. სტიგმა, დისკრიმინაცია და დაჭერის შიში ნარკომომხმარებლებს აიძულებს იყვნენ შეუმჩნევლები“, -აღნიშნა მან.

„საიას“ ხელმძღვანლის მიხეილ ჯახუას თქმით, დღეს არსებული სამართებლივი რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ნარკოპოლიტიკით ხასიათდება და ხოლო, მოქმედი კანონმდებლობა არის სადამჯელო ხასიათის.

საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ლევან პაპავამ თავის მოხსენებაში აღნიშნა რომ, ომბუდსმენი ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევას აწარმოებს და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ადმინისტრირების მონიტორინგს აწარმოებს.

დისკუსიაში მონაწილეობა არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მედიკოსებმაც მიიღეს.

Print