ახალი ამბები
ზოგადი უნარების გამოცდაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა (ვიდეო)

ზოგადი გამოცდების პირველი სესია ზუგდიდში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას თქმით, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ცენტრი ტექნიკურად გამართული იყო.

„დღეს ოთხას ჩვიდმეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, ხოლო ექვსი არ მოვიდა. აბიტურიენტები ასევე გვყავს აფხაზეთიდან ,“- განაცხადა მან.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები კი აღნიშნავენ, რომ ტესტირება საკმაოდ ადვილი იყო და თავი კარგად გაართვეს.


Print