ახალი ამბები
თურქეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა
ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, უპირატესობას ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრეები ფლობენ.

როგორც თურქული სააგენტო Anadolu იტყობინება,  ქვეყანაში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა, საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დაახლოებით, 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. საერთო ჯამში, დაკავებულთა რაოდენობა 1600-მდე გაიზარდა.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
Print