ახალი ამბები
155 ათასი ლარი ყინულის მოედნის აღსადგენად

ზუგდიდის ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის, რომელიც დიდთოვლობის დროს დაზიანდა, ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოს შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დასრულდება.

დაგეგმილია დაზიანებული გუმბათოვანი ნაგებობის, ყინულის მოედნის კიდეებისა და დანარჩენი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნის სპეციალისტების დახმარებით უნდა შესრულდეს.

ცნობისთვის, ყინულის სასახლე გასულ ზამთარში დიდთოვლობის დროს დაზიანდა. ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედნის მშენებლობაზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:


ანი წითლიძე: ყინულის სახლით ვიცე- მერმა გია გულორდავამ იხეირა

ზუგდიდის ყინულის სასახლის აღსადგენად უკრაინელ სპეციალისტებს მოიწვევენ

ზუგდიდში ყინულის მოედანი უახლოეს დღეებში გაიხსნება

ზუგდიდის ყინულის სახლი 2014 წლის პირველ ნახევარში სრულყოფილად დაიწყებს ფუნქციონირებას

ზუგდიდის ყინულის სახლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარამდე გამოიყო
Print